სასწავლო პროექტი
პროექტის სახელწოდება: ინტერვალი
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებს ავუხსნათ, რას ეწოდება ინტერვალი,რამდენი და რა
სახის ინტერვალი არსებობს მუსიკაში.
პროექტის მიზანი:
მუს. IV.5 მოსწავლე შეძლებს საკუთარი
სასწავლო საქმიანობის ორგანიზებას.
მუს. IV. 7.
მოსწავლე შეძლებს საუბარს მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების შესახებ.
მუს. IV. 12.
მოსწავლე შეძლებს ნორმების დაცვას კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებისას.
მუს. IV. 9.
მოსწავლე შეძლებს განიხილოს მოსმენილი ნაწარმოებები.
მოსალოდნელი შედეგები:
1. მოსწავლეები შეისწავლიან მუსიკალურ ინტერვალებს
2. მოსწავლეები გაიგებენ, როგორ უნდა ააგონ ინტერვალები და სმენით
ამოიცნონ ისინი
პროექტის აქტუალობა/მნიშვნელობა: მოსწავლის
მუსიკალური სმენის განვითარება, მუსიკის ელემენტარული თეორიის საწყისების გაცნობა-
გაზიარება. სანოტო სისტემის ნიშნების ჩაწერა.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფორტეპიანო, მოსწავლის წიგნი და მოსწავლის რვეული.
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1.
მოსწავლეებისათვის თემის გაცნობა
აქტივობა 2.ინტერვალების
აგება და ჩაწერა.
აქტივობა 3 .მოსმენა და ამოცნობა
აქტივობა 4 . მოსწავლის შეფასება.
მასწავლებელი აფასებს შეფასების
სქემით.
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
დაბალი
|
საშუალო
|
კარგი
|
მაღალი
|
მსჯელობა
|
ვერ მსჯელობს
|
მსჯელობს , მაგრამ ვერ ახდენს დაინტერესებას.
|
მსჯელობს საინტერესოდ.
|
მსჯელობს გარკვევით და დამაჯერებლად.
|
ინფორმაციის მოძიება
|
ვერ ახერხებს ინფორმაციის მოძიებას
|
ცდილობს მაგრამ ვერ ახერხებს.
|
ინფორმაციას მოიძიებს სრულად.
|
სწრაფად და ორგანიზებულად ახდენს ინფორმაციის
მოძიებას.
|
საგნებთან, საგნობრივ
ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მუსიკა;
შედეგი
თვალსაჩინოა:
1. მოსწავლეებმა გაიგეს რას ეწოდება
მუსიკალური ინტერვალი
2 . მოსწავლეებმა გაიგეს , თუ როგორ
უნდა ააგონ და გამოიცნონ ინტერვალები
პროექტის ხელმძღვანელი: ვარდო ჯინჭარაძე
პროექტის ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: vardojincharadze1@gmail.com.
No comments:
Post a Comment